სურსათის ეროვნული სააგენტო - თბილისში სასმელი წყალი რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო - თბილისში სასმელი წყალი რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს

თბილისში სასმელი წყალი რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოს ინფორმაციით, სასმელი წყლის შემოწმება სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მუდმივად ხორციელდება.

„თბილისში სააგენტოს ზედამხედველობითა და ჩართულობით, მიმდინარეობს წყლის სინჯების აღება და მათი კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლეევის შედეგების მიხედვით, დედაქალაქში სასმელი წყალი სრულად შეესაბამება წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს“,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.