სურსათის ეროვნული სააგენტო - შემოწმების შედეგად 220 კგ ხორცი განადგურდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო და საბითუმო ობიექტებს ამოწმებს. თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ქალაქ თბილისში, რაფაელ აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო და სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.ინსპექტირება განხორციელდა შვიდ ობიექტში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს „ახალ ხორცში“ დაფიქსირდა 220 კგ ხორცი ვეტერინარული ნიშანდების გარეშე რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდა, ხოლო შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტები“ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის გამო დაჯარიმდა.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორები ასევე ამოწმებენ აქვს თუ არა ობიექტებს დანერგილი HACCP-ის სისტემა, რომლის არქონის გამოც შპს „ნიკორას“( აღნიშნულ ობიექტს არაფერია აქვს საერთო ანალოგიური სახელწოდების მარკეტების ქსელ „ნიკორასთან“) შეუჩერდა აღიარება.