სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც ტურისტულ სეზონზე მომხმარებლის რაოდენობა განსაკუთრებით იმატებს, სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობის შემოწმებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გასცემენ რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებზე, რაც კვების ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია.
„ამ ეტაპისთვის სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა იმერეთის რეგიონში, ავტომაგისტრალზე მდებარე საზოგადოებრივი კვების 46 ობიექტში. 11 ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 22“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.