სუმის ოლქზე რუსული მხარის საჰაერო იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა
გასულ ღამეს რუსულმა მხარემ სუმის ოლქზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შოსტკის რაიონზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავდა შვიდი მოქალაქე.
სუმის ოლქში აცხადებენ, რომ დაზიანდა ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული სხვა ობიექტებიც. შოსტკის რაიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია გაეთიშა. ელექტრომომარაგება ნაწილობრივ აღდგენილია, სამუშაოები კი გრძელდება.