სუმა ჩაკრაბარტიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა
სუმა ჩაკრაბარტიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. მას აღნიშნულ პოსტზე მეორე ვადა ამოეწურა.
სუმა ჩაკრაბარტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს 2012 წლიდან ედგა სათავეში. მისი განცხადებით, აღნიშნული ბანკი შეუცვლელი ინსტიტუტი გახდა.
3 ივლისიდან ბანკის პრეზიდნეტის მვალეობებს პირველი ვიცეპრეზიდენტი იურგენ რიგტერინკი შეასრლებს.
ახალ პრეზიდენტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოვეწლიურ შეხვედრაზე აირჩევენ, რომელიც 2020 წლის 7-8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.