სტუდენტური ლიგა ვირჯინიამ მოიგო
სტუდენტური ლიგა ვირჯინიამ მოიგო

მარტის საგიჟეთის (აშშ-ის სტუდენტური სპორტის ეროვნული ასოციაციის – NCAA) ფინალურ მატჩში ვირჯინიამ მინეაპოლისში ტექსას ტეკი დაამარცხა – 85:77. თამაშის ბედი ოვერტაიმმა გადაწყვიტა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა დეანდრე ჰანტერი, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. სწორედ მან გადაიყვანა ზუსტი სამქულიანით შეხვედრა ოვერტაიმში – 68:68.

ვირჯინიას რიგებში 24 ქულა მოაგროვა კაილ გაიმ. ნახევარფინალში აბურნას წინააღმდეგ მცველმა 15 ქულა დააგროვა, მათ შორის,სამი საჯარიმო ჩააგდო ბოლო წამზე და ამან მის გუნდს ფინალის საგზური მოუტანა.

ვირჯინიამ პირველად მოიპოვა NCAA-ის ტიტული. ორივე გუნდი პირველად თამაშობდა ფინალში.

ვირჯინია 85-77 (32-29, 36-39, 17-9) ტექსას ტეკი (ოვერტაიმი)

ვ: ჰანტერი (27+7 მოხსნა), გაი (24), ჯერომი (16+8 მოხსნა+9 პასი), დიაკიტე (9+7 მოხსნა), კენი (6+10 მოხსნა), კლარკი (3).
ტ: ფრენსისი (17), კალვერი (15+9 მოხსნა+6 პასი), მორეტი (15), ედვარდსი (12), მუნი (10), ოდიასე (5+6 მოხსნა), ოუენსი (3+5 მოხსნა).