მეცხვარიშვილის 6 ქულა და 100-პროცენტიანი შედეგი - „ლუიზიანა მონრომ“ მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა #1TVSPORT
მეცხვარიშვილის 6 ქულა და 100-პროცენტიანი შედეგი - „ლუიზიანა მონრომ“ მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა #1TVSPORT

დღეს, 17 ნოემბერს გამთენიისას ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგის შეხვედრები გაიმართა, სადაც ორი ქართველი კალათბურთელის გუნდმა ითამაშა.

22 წლის ნიკა მეცხვარიშვილის „ლუიზიანა მონრო“ NCAA-ის მე-3 შეხვედრაში „ჩემპიონ კრისტიან ტაიგერსს“ ესტუმრა და დიდი სხვაობით – 114:59 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა 15 წუთი ითამაშა და ამ დროში 100-პროცენტიანი შედეგი დააფიქსირა. მან თამაშიდან 3-ჯერ ისროლა და სამივეჯერ ზუსტად. მეცხვარიშვილმა 6 ქულა, 2 მოხსნა (1 შეტევაში), 2 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. ნიკამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა.

მორიგი შეხვედრა გამართა რატი ანდრონიკაშვილის „კრეიტონმაც“, რომელმაც „ნებრასკას“ უმასპინძლა და 8 ქულით დაამარცხა – 77:69. ქართველ ახალგაზრდა გამთამაშებელს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

„ლუიზიანა მონრო“ შემდეგ შეხვედრას 23 ნოემბერს ზურა ჟღენტის „ნორზვესტერნ სტეიტთან“ გამართავს და შესაძლოა, NCAA-ში ქართული დუელიც ვიხილოთ.