ალექსანდარ ჯიკიჩი – გამარჯვება ორივე გუნდს ძალიან სჭირდება, რადგან შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად შვიდი მოგებაც არ იყოს საკმარისი #1TVSPORT
გიორგი ზურაბიანის ფოტო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ათენის „ტელეკომ არენაზე“ ივარჯიშა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა ვარჯიშის შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა.
„ხვალინდელ მატჩში უნდა გავაკონტროლოთ ის, რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია. თამაში ათენში იმართება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება დაგვჭირდება. ჩვენი გუნდი ამისთვის მზადაა.
ჩვენ ხუთი მოგება გვაქვს, საბერძნეთს – ოთხი. ისეთივე წნეხის ქვეშ ვიქნებით, როგორშიც საბერძნეთის ნაკრები. გამარჯვება ორივე გუნდს ძალიან სჭირდება, რადგან შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად შვიდი მოგებაც არ იყოს საკმარისი“, – განაცხადა ჯიკიჩმა.
შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.