თორნიკე შენგელიამ „პარტიზანთან“ მოედანზე 22 წუთი გაატარა და საბერძნეთის ნაკრებთან სათამაშოდ ათენში გაფრინდა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე სერბული „პარტიზანის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აეროპორტისკენ გაეშურა და ათენში გაფრინდა, სადაც, 26 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას საბერძნეთთან გამართავს.
რაც შეეხება „დუბაი“-„პარტიზანის“ დაპირისპირებას, ის სერბების გამარჯვებით დასრულდა – 84:71.
შენგელიამ მოედანზე 22 წუთი გაატარა, 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. „პარტიზანს“ კარლიკ ჯონსმა მოაგებინა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.