მერკვილაძის 7 ქულა და ზედიზედ მეორე მოგება - ქართველმა კალათბურთელმა ყველა შანსი გამოიყენა [ვიდეო] #1TVSPORT
მერკვილაძის 7 ქულა და ზედიზედ მეორე მოგება - ქართველმა კალათბურთელმა ყველა შანსი გამოიყენა [ვიდეო] #1TVSPORT

„ლოიოლა მერიმაუნტმა“, სადაც 19 წლის ქართველი ფორვარდი ალექს მერკვილაძე ირიცხება, NCAA-ის ახალ სეზონში მე-3 მატჩი გამართა და ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა. West Coast-ის კონფერენციის გუნდმა, ამჯერად „ლითლ როქს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით 82-63 დაამარცხა.

მერკვილაძე შეხვედრაში სათადარიგოდან ჩაერთო და პარკეტზე 24 წუთი გაატარა. მან 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა და ყველა შანსი გამოიყენა. ალექსი 100-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა – პერიმეტრიდან ერთხელ ისროლა და ჩააგდო, ორქულიანი კი 2-დან 2 გამოიყენა. მერკვილაძემ ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლიც დაუგროვდა.

თავისი მატჩი ჩაატარა ვილი ისიანმაც, რომლის „დეტროიტ მერსი“ „მისისიპი სტეიტთან“ დამარცხდა 64-77 და ამ სეზონში 3-დან 3 წაგება დაუგროვდა. ქართველმა კალათბურთელმა 11 წუთი ითამაშა და 3 მოხსნისა და 2 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო.

შემდეგ შეხვედრას მერკვილაძის „ლოიოლა მერიმაუნტი“ „ფლორიდან სტეიტთან“ 22 ნოემბერს გამართავს, ისიანისდეტროიტ მერსი“ კი 20 ნოემბერს „ლუიზვილს“ შეხვდება.