მეცხვარიშვილის 13 ქულა და ისიანის სამქულიანები - NCAA-ში ქართველებმა ითამაშეს #1TVSPORT
მეცხვარიშვილის 13 ქულა და ისიანის სამქულიანები - NCAA-ში ქართველებმა ითამაშეს #1TVSPORT

ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგაში 23 იანვარს ბევრი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის ქართველების გუნდებმაც ითამაშეს.

ნიკა მეცხვარიშვილის „ლუიზიანა მონრო“ „საუზ ალაბამას“ შეხვდა და 56-68 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 32 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება დააგროვა. მან 9-დან 1 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, საჯარიმოდან კი 4-დან 2 ბურთი ჩააგდო. ნიკამ 4-ჯერ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა. მეცხვარიშვილი ანდრე ჯონსთან ერთად თავის გუნდში ქულების მაჩვენებლით საუკეთესო იყო.

ვილი ისიანისდეტროიტ მერსი“ ამჯერად „მილუოკი პანტერსს“ შეხვდა და გამარჯვება მოიპოვა 71-58. 24 წლის ფორვარდმა 29 წუთში 9 ქულა, 6 მოხსნა (1 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მოასწრო. ისიანმა 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ერთხელ დაკარგა ბურთი და 3-ჯერ დაჯარიმდა.

ცოტნე ცარციძის „ნორზ დაკოტამ“ „კანზას სიტი რუზთან“ 74-79 წააგო. ცარციძემ 16 წუთში 6 ქულას 3 მოხსნა დაუმატა. მან 5-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და ერთი დაკარგვაც ჩაიწერა.

„ლოიოლა მერიმაუნტის“ ალექს მერკვილაძის ანგარიშზე 18 წუთში 2 ქულა, 4 მოხსნა (1 შეტევაში) და 1 პასია. 2 ქულა ალექსმა ორქულიანი სროლის შედეგად მოიპოვა, პერიმეტრიდან კი 2 მცდელობა ჰქონდა, მაგრამ უშედეგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდა კალათბურთელი არც ერთხელ დაჯარიმებულა და ბურთიც არ დაუკარგავს. მერკვილაძის გუნდი „სენტ მერი გელსთან“ დიდი სხვაობით, 51-83 დამარცხდა.