ოთხმეზურის 19 ქულა 23 წუთში - ნატალიას სუპერმატჩი NCAA-ში [ვიდეო] #1TVSPORT
ოთხმეზურის 19 ქულა 23 წუთში - ნატალიას სუპერმატჩი NCAA-ში [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგაში ნატალია ოთხმეზური შესანიშნავად გამოიყურება და ქართველი კალათბურთელი ყველა თამაშში პროგრესირებს. მისი გუნდი, სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის გუნდი „თანდერბერდსი“ ზედიზედ მეორედ „პორტლენდ სტეიტ ვიკინგსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 77-53 მოიგო.

ოთხმეზურმა 23 წუთი ითამაშა და ორივე გუნდის მხრიდან, დარი დოტსონთან ერთად, ყველაზე მეტი – 19 ქულა დააგროვა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ნატალიას ამ შედეგის დასაფიქსირებლად თანაგუნდელზე 7 წუთით ნაკლები დასჭირდა. მის ანგარიშზე ასევე 2 მოხსნა (ორივე შეტევაში) და 2 პასია. ოთხმეზური პერიმეტრიდან მაღალი სიზუსტით ისროდა და 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი კი 4-დან 2. მან ერთხელ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა.

ანგარიშის მიუხედავად, „თანდერბერდსი“ მესამე მეოთხედამდე 3 ქულით აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში გუნდმა მეტოქეს აშკარად აჯობა, რაც საბოლოო შედეგშიც აისახა.

ოთხმეზურის გუნდი ბიგ სქაი კონფერენციაში 8 მოგებითა და 1 წაგებით პირველ ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას „თანდერბერდსი“ „აიდაჰო ვანდალსთან“ გამართავს.