სტუდენტები თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გუქმებას აპროტესტებს.
ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით, მათ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
ისინი ცენტრის ხელმძღვანელის გადადგომასაც მოითხოვენ.
მათი განმარტებით, უნივერსიტეტს აკრედიტაცია 2021 წლამდე ჰქონდა, თუმცა მონიტორინგის ჯგუფის შემოსვლის შემდეგ, მათ ავტორიზაცია გაუუქმდათ.
სტუდენტები ინტერსთა კონფლიქტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მონიტორინგის ჯგუფი კონკურენტი უნივერსიტეტების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.
სტუდენტები აცხადებენ, რომ მობილობით სხვა უნივერსიტეტში გადასვლა არ სურთ.
თავად ცენტრში კი განამარტავენ, რომ უნივერისტეტს საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს, მეორეს მხრივ კი ცენტრი ვალდებულია, სტუდენტებს მობილობა შესთავაზონ.
თამარ მახარაშვილის განმარტებით, თდასუს სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება, რასაც სტუდენტთა დიდი ნაწილი ეთანმება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება 2019 წლის 20 დეკემბერს მიიღო.
გადაწყვეტილება 2020 წლის 15 თებერვლიდან შევა ძალაში.