სტუდენტები სავალდებულო-სამხედრო სამსახურის გავლას სწავლის პარალელურად შეძლებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტუდენტები სავალდებულო-სამხედრო სამსახურის გავლას სწავლის პარალელურად შეძლებენ.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სტუდენტები წელიწადში ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ, მომზადება სამხედრო ბაზებზე გაიარონ.
„23 წლამდე ასაკის სტუდენტებს, ვინც გადაწყვეტს, რომ სამხედრო სამსახური გაიაროს, შესაძლებლობა ექნება, ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი თვე მომზადება გაიაროს სამხედრო ბაზებზე. ოთხი წლის თავზე, ამ მომზადების საფუძველზე, მას გავლილი ექნება სავალდებულო-სამხედრო სამსახური“, – განაცხადა პრემიერმა.