სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა პროექტი - „ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში“ დაიწყო
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერითა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით, ახალი პროექტი – „ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში“ დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს, გაზარდოს და წაახალისოს ქალების მნიშვნელოვანი მონაწილეობა და წარმომადგენლობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიულ დონეზე, სპეციალურად შექმნილი ტრენინგებისა და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბების გზით. კურსის განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუციურ და სამართლებრივ მოწყობაზე, უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვის პროცესზე, დემოკრატიული და სამოქალაქო ზედამხედველობის მექანიზმებზე.
ექვსთვიანი სასწავლო პროგრამისთვის ეროვნული უსაფრთხოების სექტორიდან 44 ქალი მონაწილე შეირჩა.