„სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსზე გიორგი ვაშაძის განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითია
„სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსზე გიორგი ვაშაძის განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმეორებითი ტესტი პასუხი „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრ თაკო ჩარკვიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, რის გამოც გიორგი ვაშაძემ როგორც „პისიარ“ (PCR), ასევე ანტისხეულებზე ტესტი ჩაიტარა, რომელთა პასუხებიც უარყოფითი იყო. სწორედ ამიტომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ხვალიდან დაუბრუნდება“, – აცხადებენ „სტრატეგია აღმაშენებელში“.