საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტს შეხვდება
სტრასბურგში საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტს, მიკელე ნიკოლეტის შეხვდება.
პირველი არხი სტრასბურგში დელეგაციის ხელმძღვანელს თამარ ჩუგოშვილს ესაუბრა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მივულოცოთ ბატონ ნიკოლეტის არჩევა ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მონიტორინგის ფაზის ჩახურვა ასამბლეაში. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ახალ პრეზიდენტთან გვექნება საუბარი, მონიტორინგის ფაზის დახურვაა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მიკელე ნიკოლეტი ასამბლეის პრეზიდენტად 22 იანვარს აირჩიეს. აღნიშნული თანამდებობა იტალიელმა მიკელე ნიკოლეტიმ დაიკავა. ნიკოლეტი ასამბლეის რიგით 31-ე პრეზიდენტი გახდა.
ახალი პრეზიდენტი ერთწლიანი ვადით აირჩიეს. ნიკოლეტიმ კვიპროსელი სტელა კირიაკიდესი შეცვალა. 61 წლის იტალიელი პოლიტიკისი 2014 წლის 6 აგვისტოდან ევროპის საბჭოში იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.
სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს, რომელსაც ქართული დელეგაცია ესწრება.