სტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა სტრასბურგში, ახალგაზრდა ქალბატონი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე“, – განაცხადა იმნაძემ.