stopcov.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები არ გაზრდილა, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამასთან, ვებგვერდის ინფორმაციით, არ შეცვლილა ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი და ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 851 შემთხვევა არის დადასტურებული.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2795 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.