StopCoV ფონდში ჩარიცხვები 700 ათასი ლარით გაიზარდა
StopCoV ფონდში ჩარიცხვები 700 ათასი ლარით გაიზარდა

6 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 23 მილიონი 500 ათასი ლარია მობილიზებული.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: არქეოპოლისი 50 ათასი ლარი; ტიფლისიდისტილერი * TIFLISIDISTILLERY 50 ათასი ლარი; შპს „აგროვინი“ 50 ათასი ლარი; ჯეორჯიან პროდაქტსი 50 ათასი ლარი, ავიასერვისი 30 ათასი ლარი; ილია ქუტიძე 30 ათასი ლარი; შპს ნეოტექი 25 000 ლარი; სადაზღვევო კომპანია უნისონი 20 ათასი ლარი; ორიენტ ლოჯიკი 20 ათასი ლარი; „ბელუქსი“ 20 ათასი ლარი; ალფა რეზიდენსი 20 ათასი ლარი; სანდრო რთველაძე 15 ათასი ლარი; ფოლადის სახლი 10 ათასი ლარი; ინვესტ გრუპ ჯორჯია 10 ათასი ლარი; თამარ ტალიაშვილი 10 ათასი ლარი; თემურ უსტიაშვილი 10 ათასი ლარი; გიორგი გველესიანი 10 ათასი ლარი; დავით ქოჩიაშვილი 10 ათასი ლარი; შპს  ქინძმარაული 10 ათასი ლარი; ბასა გრუპი10 ათასი ლარი; თაიმსერვისი 10 ათასი ლარი; შპს ბაუფლექი 5 000 ლარი; შპს ATEF Georgia 3 ათასი ლარი; მოდერნრუფინგ 2 ათასი ლარი; გიორგი ცინცაძე, ათასი ლარი.

ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund.