StopCoV ფონდში 124 მლნ 200 ათასი ლარია მობილიზებული
StopCoV ფონდში 124 მლნ 200 ათასი ლარია მობილიზებული

9 აპრილის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 124 მილიონ 200 ათასი ლარია მობილიზებული.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ“ – 100 მლნ ლარი, L-ჯორჯია – 50 ათასი ლარი, M B G . ემ-ბი-ჯი – 30 ათასი ლარი, გორის ცენტრალური საავადმყოფო „გორმედი“ – 40 ათასი ლარი, „ემენ ქემიკალ ჯორჯია“ – 30 ათასი ლარი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები – 22 ათასი ლარი, შპს „ბრიკო კავკასუს” – 20 ათასი ლარი, შპს „ევროცემენტი“ – 20 ათასი ლარი, „ქაშანური“ – 20 ათასი ლარი, „ლიბო გრუპი“ – 10 ათასი ლარი, დავით ზილფიმიანი – 10 ათასი ლარი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია – 10 ათასი ლარი, თამარ ტალიაშვილი – 10 ათასი ლარი, „გაზმშენი“ – 10 ათასი ლარი, Richmountain Geo Export – 10 ათასი ლარი, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი – ხუთი ათასი ლარი, ზაზა ინასარიძე – ხუთი ათასი ლარი, შპს „სანდა“ – ხუთი ათასი ლარი, თბილისის სამგზავრო ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიული კავშირი – ხუთი ათასი ლარი, ონკოპრევენციის ცენტრის კავშირი – ხუთი ათასი ლარი, შპს „ეკონია“ – ხუთი ათასი ლარი, დავით კილაძე – სამი ათასი ლარი, შპს „ხელვაჩაურის პურპროდუქტები“ – სამი ათასი ლარი.

ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები, სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ჩარიცხვა ყველას შეუძლია:  https://stopcov.ge/ka/Fund.