სტოკჰოლმში, „გრონა ლუნდის“ გასართობ პარკში ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი
სტოკჰოლმში, „გრონა ლუნდის“ გასართობ პარკში ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი

სტოკჰოლმში, „გრონა ლუნდის“ გასართობ პარკში ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ბავშვები, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა, რის გამო ხალხს დაეჯახა.

„დღეს გლოვის დღეა „გრონა ლუნდში“. ჩვენთან მოხდა ძალიან სერიოზული ავარია Rollercoaster Jetline-ში, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა“, – განაცხადა იან ერიქსონმა, პარკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

პოლიციამ განაცხადა, რომ ცხრა დაშავებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

„ასეთი რაღაც არ უნდა მომხდარიყო „გრონა ლუნდში“, მაგრამ მაინც მოხდა“, – თქვა ერიქსონმა და აღნიშნა, რომ 140 წლის პარკი დაიხურება, მინიმუმ, ერთი კვირით, რათა სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეძლონ.

ცნობისთვის, „გრონა ლუნდი“ არის სტოკჰოლმში, სანაპიროზე მდებარე ატრაქციონების პოპულარული პარკი, რომლის გარშემოც განთავსებულია რამდენიმე მუზეუმი.