სტოკჰოლმში ყურანის დაწვის ინციდენტის გამო, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომიტინგეები შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ
სტოკჰოლმში ყურანის დაწვის ინციდენტის გამო ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომიტინგეები შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მოახერხეს წინა კარიბჭის გარღვევა და შენობამდე მიაღწიეს.
ერაყის სასამართლომ გამოსცა დირექტივა შვედეთში ყურანის განადგურებაში მონაწილე ერაყელი წარმოშობის ლტოლვილის ექსტრადიციისთვის აუცილებელი სამართლებრივი მოქმედების დასაწყებად.
მედიის ცნობით, დღეს გავლენიანმა შიიტმა სასულიერო პირმა, მუქტადა ალ-სადრმა მოუწოდა თავის მიმდევრებს, მოეწყოთ მასობრივი საპროტესტო აქცია ბაღდადში შვედეთის საელჩოს წინააღმდეგ და შვედეთის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაძევება მოითხოვა.
28 ივნისს კაცმა, რომელიც, სავარაუდოდ, ერაყელი ლტოლვილია, სტოკჰოლმის ცენტრალური მეჩეთის წინ ყურანი დახია და დაწვა, რამაც მუსლიმურ ქვეყნებში საპროტესტო აქციები გამოიწვია.