სტიქიური მოვლენების გამო ესპანეთის რვა რეგიონში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
სტიქიური მოვლენების გამო ესპანეთის რვა რეგიონში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქარიშხალი „დანას“ გამო მოქალაქეებს უკიდურესი სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ჩვენს ქვეყანას ამ საუკუნის ყველაზე მძიმე ქარიშხალი დაატყდა თავს. ათობით მუნიციპალიტეტი დაიტბორა, გზები და მაგისტრალები გადაიკეტა, სტიქიამ გაანადგურა ხიდები. ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ეს მოვლენა დასრულდა. ვთხოვ კონკრეტულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, დაიცვან უკიდურესი სიფრთხილე და უსაფრთხოების ყველა ზომა, მუდმივად მიაქციონ ყურადღება საგანგებო სამსახურებისა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების რეკომენდაციებს“, – აღნიშნა სანჩესმა.
სანჩესი უხელმძღვანელებს კრიზისულ კომიტეტს, რომელიც ქარიშხლის შედეგებს განიხილავს.
ცნობისთვის, ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა.