სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება [ფოტო]
სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება [ფოტო]

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ადგილზე ორი ვერტმფრენი მუშაობს.

„სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ორი ვერტმფრენი მუშაობს და იმუშავებენ, ვიდრე ყველა მოქალაქე არ იქნება გამოყვანილი სტიქიის ზონიდან“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 70-მდე ადამიანი.