სტიპე მიოჩიჩისა და ფრენსის ნგანუს სატიტულო ბრძოლა 27 მარტს გაიმართება
დაახლოებით 10-თვიანი ლოდინის შემდეგ ფრენსის ნგანუმ, მიიღო კიდევ ერთი შანსი, რომ UFC-ის ჩემპიონის ტიტულზე იბრძოლოს. ESPN-ის ჟურნალისტი არიელ ჰელვანი იუწყება, რომ სტიპესა და ნგანუს რიგით მეორე დაპირისპირება 27 მარტს UFC 260-ის ფარგლებში შედგება.
აქამდე აქტიურად მიდიოდა საუბრები, რომ მძიმე წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი დენიელ კორმიეს დამარცხების შემდეგ მომდევნო ბრძოლას ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონთან ჯონ ჯონსთან ჩაატარებდა. მოგეხსენებათ, რომ ჯონსი დივიზიონს იცვლის და 2021 წლიდან ჩვენ მას მძიმე წონაში ვიხილავთ. როგორც ჩანს, პრომოუშენმა ჩათვალა, რომ ჯონსზე ადრე სატიტულო ბრძოლას ნგანუ იმსახურებდა. შეგახსენებთ, რომ მიოჩიჩი და ნგანუ ერთმანეთს 2018 წელს შეხვდნენ და მაშინ სტიპემ აფრიკელს ნამდვილი მასტერკლასი შესთავაზა. წარმოშობით ხორვატმა მებრძოლმა ნგანუს შანსი არ დაუტოვა და მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ფრენსის ნგანუმ ბოლო 3 დაპირისპირებაში კეინ ველასკესს, ჯუნიორ დოს სანტოსსა და ჯაირზინიო როზენსტრუიკს მოუგო.
საინტერესოა, რომ მიოჩიჩისა და ნგანუს ქარდზე ასევე შედგება ალექსანდერ ვოლკანოვსკისა და ბრაიან ორტეგას ბრძოლაც.