ფიურისა და უსიკის გადატანილი ბრძოლა 2024 წლის თებერვალში უნდა გაიმართოს #1TVSPORT
ფიურისა და უსიკის გადატანილი ბრძოლა 2024 წლის თებერვალში უნდა გაიმართოს #1TVSPORT

ბრიტანელი ტაისონ ფიური და უკრაინელი ალექსანდრ უსიკი სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას მომავალი წლის თებერვალში ჩაატარებენ. შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადშია დაგეგმილი. ამის შესახებ ამერიკულმა ტელეკომპანია ESPN-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით გამოაცხადა.

თავდაპირველად, მოკრივეები 23 დეკემბერს უნდა შეხვედროდენ ერთმანეთს, მაგრამ ფიურის მხარემ მოითხოვა ბრძოლის გადატანა ბრიტანელი მოკრივის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ცოტა ხნის წინ ტაისონ ფიურიმ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა კამერუნელი ფრენსის ნგანუ, მაგრამ ბრძოლის მსვლელობისას ტრავმა მიიღო.