დანა უაითი - ნგანუმ ჯონსთან ჩხუბი ვერ გარისკა #1TVSPORT
დანა უაითი - ნგანუმ ჯონსთან ჩხუბი ვერ გარისკა #1TVSPORT

დანა უაითმა მძიმე წონაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. UFC-ის პრეზიდენტს ფიქრობს, რომ ფრენსის ნგანუმ ჯონ ჯონსთან დაპირისპირება ვერ გაბედა და შერეული ორთაბრძოლების ოქტაგონი კრივის რინგზე ამიტომ გაცვალა.

„რა აზრი აქვს ჯოშუასთან მის ჩხუბს? აქ ვერაფერ საინტერესოს ვერ ვხედავ. ფრენსის გარისკვა არ უყვარს და ცხადია, რომ ჯონ ჯონსთან ჩხუბი ამიტომ არ სურდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯონსისა და განას ორთაბრძოლა ნახა. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჯონ ჯონსთან იჩხუბებდა, სირილ განას ბედს გაიზიარებდა. ეს ფრენსისმაც კარგად იცის“, – მიაჩნია UFC-ის პრეზიდენტს.

შეგახსენებთ, რომ ნგანუ ფიურის უკვე შეხვდა და მოქმედ ჩემპიონთან მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა. ყოფილ ჩემპიონს, ასევე ბრიტანელ მოკრივეს, ენტონი ჯოშუას კი ფრენსის ნგანუ რინგზე 9 მარტს შეხვდება.