UFC-ის ყოფილი ჩემპიონმა, ფრენსის ნგანუმ დეონტეი უაილდერისგან გამოწვევა მიიღო #1TVSPORT
UFC-ის ყოფილი ჩემპიონმა, ფრენსის ნგანუმ დეონტეი უაილდერისგან გამოწვევა მიიღო #1TVSPORT

მძიმე წონაში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კამერუნელი მებრძოლი ფრენსის ნგანუ გამოეხმაურა გამოწვევას, რომელიც ამერიკელი მოკრივისგან, დეონტეი უაილდერისგან მიიღო.

უაილდერმა ცოტა ხნის წინ აფრიკაში ორი ორთაბრძოლის გამართვა შესთავაზა ნგანუს – ერთი კრივის წესებით და მეორე – შერეული ორთაბრძოლების (MMA) წესებით.

„მოგესალმები თავისუფალ სამყაროში, დეონტეი. იმედია, სიტყვის კაცი ხარ. მალე შევხვდებით“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნგანუმ.

ფრენსის ნგანუმ MMA-ში 20 ბრძოლა გამართა და 17 გამარჯვება მოიპოვა. მძიმეწონოსან უაილდერის ანგარიშზე 46 საკრივო ორთაბრძოლიდან 43 გამარჯვება მოდის.