ESPN-ი - უსიკისა და ფიურის ბრძოლა 17 თებერვალს გაიმართება #1TVSPORT
ESPN-ი - უსიკისა და ფიურის ბრძოლა 17 თებერვალს გაიმართება #1TVSPORT

ცნობილი გახდა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ტიტულისთვის ბრძოლის ახალი თარიღი. ამერიკული ტელეკომპანიის, ESPN-ის ინფორმაციით, უკრაინელი ალექსანდრ უსიკი და ბრიტანელი ტაისონ ფიური ერთმანეთს 2024 წლის 17 თებერვალს შეხვდებიან რინგზე.

თავდაპირველად, ბრძოლა 2023 წლის 23 დეკემბერს იყო ჩანიშნული, მაგრამ ფრენსის ნგანუსთან მოგებული შეხვედრის შემდეგ ფიურის გუნდში განაცხადეს, რომ ბრიტანელი მოკრივე ვერ მოასწრებდა დეკემბრის ორთაბრძოლისთვის მომზადებას.

ფიურიმ ნგანუ 28 ოქტომბერს მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით (96-93, 94-95, 95-94) დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მესამე რაუნდში ნგანუმ ფიური ნოკდაუნში ჩააგდო.

ბრიტანელი მოკრივე სუპერმძიმე წონაში WBC-ის საჩემპიონო ქამარს ფლობს. მან პროფესიულ რინგზე 35 ბრძოლა ჩაატარა, 34 მოიგო (24 ნოკაუტით) და ერთი ფრედ დაასრულა. უსიკი WBA-ს, WBO-სა და IBF-ის საჩემპიონო ქამრებს ფლობს. მის ანგარიშზე 21 ბრძოლაში 21 გამარჯვებაა (14 ნოკაუტით).