სტინ პედერსენი - საქსტატის მიერ განახლებული სამუშაო ძალის გამოკვლევის კითხვარი შეესაბამება ყველა სტანდარტს, რომელსაც აღნიშნულ საკითხებზე დანარჩენი მსოფლიო იზიარებს
სტინ პედერსენი - საქსტატის მიერ განახლებული სამუშაო ძალის გამოკვლევის კითხვარი შეესაბამება ყველა სტანდარტს, რომელსაც აღნიშნულ საკითხებზე დანარჩენი მსოფლიო იზიარებს

საქსტატმა განაახლა სამუშაო ძალის გამოკვლევის კითხვარი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ახალი რეზოლუციის შესაბამისად, რაც ნიშნავს, რომ საქსტატის მიერ გამოყენებული კითხვარი ახლა შეესაბამება ყველა სტანდარტსა და რეგულაციას, რომელსაც აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში დანარჩენი მსოფლიო იზიარებს, – ამის შესახებ  ევროკავშირის პროგრამა „ტვინინგის“ პროექტის (სტატიტიკის ეროვნული სისტემის შესაძლებლობების განვითარება) ადგილობრივი მრჩეველი სტინ პედერსენი აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ახლა შეუძლია აწარმოოს და გამოაქვეყნოს დასაქმებისა და უმუშევრობის ინდიკატორები, ასევე შრომის ბაზრის სხვა მაჩვენებლები, რომლებიც შესადარისია სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან.

„აღსანიშნავია, რომ საქსტატმა განაახლა სამუშაო ძალის გამოკვლევის კითხვარი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ახალი რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც ILO-ს მე-19 საერთაშორისო კონფერენციაზე იქნა მიღებული, რაც ნიშნავს, რომ საქსტატის მიერ გამოყენებული კითხვარი ახლა შეესაბამება ყველა სტანდარტსა და რეგულაციას, რომელსაც აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში იზიარებს დანარჩენი მსოფლიო.

რაც ასევე ნიშნავს, რომ მათ ახლა შეუძლიათ, აწარმოონ და გამოაქვეყნონ დასაქმებისა და უმუშევრობის ინდიკატორები, ასევე შრომის ბაზრის სხვა მაჩვენებლები, რომლებიც შესადარისია სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან, რომელთაც უკვე დანერგეს ILO-ს რეზოლუციის შესაბამისი ახალი სტანდარტები, მათ შორისაა ევროკავშირის ქვეყნები.

„ტვინინგის“პროექტი სრულად იყო ჩართული ამ პროცესში. 2019 წლის შემოდგომაზე ჩვენ გვქონდა ექსპერტთა პირველი მისია საქართველოში. ახალი კითხვარის საპილოტო გამოკვლევა ჩატარდა 2020 წლის პირველ კვარტალში. „ტვინინგის“პროექტი დაეხმარა საქსტატს მონაცემების ხარისხის შეფასებასა და ანალიზში, მათ შეაფასეს, თუ რა გავლენას ახდენს ახალი კითხვარი და ასევე, დახმარება გაუწიეს საქსტატს ისტორიული მწკრივების გადაანგარიშებაში.

საქსტატის მიერ გამოყენებული გადაანგარიშების მეთოდოლოგია სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“ ,- აცხადებს სტინ პედერსენი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამუშაო ძალის სტატისტიკაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ სტანდარტებზე გადადის, რაც გულისხმობს დასაქმებისა და უმუშევრობის სტატისტიკის მაჩვენებლების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად გაანგარიშებას.

დატოვე კომენტარი