სტამბოლში სირიის საკითხზე რიგით მეოთხე სამიტი დაიწყო.
ვაჰდეტინის სასახლეში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს, ანგელა მერკელს და ემანუელ მაკრონს მასპინძლობს.
ოთხმხრივი მოლაპარაკების ფარგლებში თურქეთის, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები სირიის მომავალზე ისაუბრებენ. კერძოდ, ისინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის მოსაგვარებლად შესაძლო პოლიტიკურ ნაბიჯებს განიხილავენ. ამასთან ერთად, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაზეც ისაუბრებენ.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხებთან ერთად ლიდერები სირიაში მყოფი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხსაც განიხილავენ.