სტამბოლში 61 წლის ქალი და მასთან მომუშავე საქართველოს მოქალაქე მოკლული იპოვეს. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
პოლიციის განცხადებით, ორი ქალის ცხედარი ბუიუქჩექმეჯეს რაიონში მდებარე სახლში აღმოაჩინეს. პირველადი ინფორმაციით, ისინი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად გარდაიცვალნენ.
მედიის ცნობით, ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მიმდინარეობს გამოძიება.
საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი პირველ არხს სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, საკონსულოს კონტაქტი აქვს ადგილობრივ პოლიციასთან და ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.