თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცი ოთხი გასროლის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა სტამბულის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ ომალოდანაა. მისი ოჯახი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ცხოვრობს.
36 წლის მამაკაცის გარდაცვალების გამო ოჯახი სამძიმარს იღებს, მაგრამ მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.