სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

12:10, 24.12.2017

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცი ოთხი გასროლის შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევა სტამბულის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ ომალოდანაა. მისი ოჯახი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ცხოვრობს. ​

36 წლის მამაკაცის გარდაცვალების გამო ოჯახი სამძიმარს იღებს, მაგრამ მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

მსგავსი