სტამბოლში სამართალდამცველებმა ლგბტ თემის მსვლელობა ძალის გამოყენებით დაშალეს
სტამბოლში სამართალდამცველებმა ლგბტ თემის მსვლელობა ძალის გამოყენებით დაშალეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ასობით აქტივისტის წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
დემონსტრაციის დაშლის მიზეზად კი ხელისუფლებამ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები დაასახელა. ლგბტ თემის აქციის ორგანიზატორები რამდენიმე აქტივისტის დაკავების შესახებაც ავრცელებენ ინფორმაციას. დაკავებულების ზუსტი რიცხვი უცნობია.
მსვლელობის გამართვის ადგილი სამართალდამცავებმა წინასწარ გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე შეღწევა მაინც სცადეს. სწორედ ამ დროს მოხდა დაპირისპირება.
თურქეთში ლგბტ თემის აქტივისტებს მსვლელობის გამართვის უფლებას უკვე მეოთხე წელია არ აძლევენ. გასულ წელს სამართალდამცველებმა დემონსტრაცია ცრელმსადენი გაზით დაშალეს და რამდენიმე ათეული აქტივისტი დააკავეს.