სტამბოლში საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
სტამბოლში საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღებისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო მეორე დაიჭრა.

თურქული გამოცემა Sabah-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ძვირფასეულობის მაღაზიაში შეიჭრნენ და იარაღის მუქარით გამყიდველისგან ნივთები მოითხოვეს. მაღაზიაში შეჭრილ ნიღბიანებს წინააღმდეგობა იარაღით გაუწიეს.

გავრცელებული ცნობით, ორმხრივი სროლის შედეგად გამყიდველი დაიღუპა.

თურქული მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე სხვა სახელებით ცხოვრობდნენ და მაღაზიას რამდენიმე ხნის განმავლობაში სწავლობდნენ.

თურქული მედია ყაჩაღობის ამსახველ ფოტომასალასაც ავრცელებს. ინციდენტი 29 დეკემბერს მოხდა.