სტამბოლში ორმა შეიარაღებულმა პირმა სასამართლოს შენობასთან ცეცხლი გახსნა და ექვსი ადამიანი დაჭრა, ორივე თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს
სტამბოლში ორმა შეიარაღებულმა პირმა სასამართლოს შენობასთან ცეცხლი გახსნა და ექვსი ადამიანი დაჭრა.
როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში წერს, ორივე თავდამსხმელი სამართალდამცველებმა საპასუხო ცეცხლით ადგილზევე მოკლეს.
დაშავებულებს შორის სამი პოლიციელი და სამი მოქალაქეა.
მინისტრის ცნობით, თავდამსხმელები თურქეთის მიერ ტერორისტულად აღიარებული მემარცხენე-რადიკალური ჯგუფის წევრები იყვნენ. თავდასხმა სასამართლოს შენობასთან მდებარე საგუშაგოზე იყო მიმართული.