სტამბოლში მუშაობა დაიწყო საკოორდინაციო ცენტრმა, რომელიც მარცვლეულის დერეფანს გაუწევს მონიტორინგს
სტამბოლში მუშაობა დაიწყო საკოორდინაციო ცენტრმა, რომელიც მარცვლეულის დერეფანს გაუწევს მონიტორინგს

სტამბოლში მუშაობა დაიწყო ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა, რომელიც მარცვლეულის დერეფანს მონიტორინგს გაუწევს, როგორც ამას უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ, პარასკევს ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს. ამის შესახებ საუბარია თურქეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარის უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრთან ალექსანდრ კუბრაკოვთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

თურქმა მინისტრმა დადებითად შეაფასა ინფორმაცია მარცვლეულის გადაზიდვის დაწყების შესახებ და აღნიშნა, რომ პირველი ხომალდი უკრაინის პორტს მალე დატოვებს.

საკოორდინაციო ცენტრი უკრაინის, თურქეთის, რუსეთისა და გაერო-ს წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. ცენტრი მონიტორინგთან ერთად ასევე განახორციელებს ხომალდების რეგისტრაციას, ტრანზიტის გრაფიკებს და პორტებში შესვლის აღრიცხვას.