სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, დაიღუპა ერთი ადამიანი
სტამბოლში კათოლიკურ ეკლესიას შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, დაიღუპა ერთი ადამიანი. მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ორი ნიღბიანი თავდამსხმელი კათოლიკურ ეკლესიაში წირვის დროს შეიჭრა.
ალი ერლიკაიას განცხადებით, შემთხვევა სარიერის რაიონში, სანტა მარიას ეკლესიაში ადგილობრივი დროით 11:40 საათზე მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს ყველა საჭირო სამუშაო თავდამსხმელების დასაკავებლად.