სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში შემთხვევის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა
სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში შემთხვევის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

თურქეთში, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ჯაჰით თურანმა განაცხადა.

ავიაკომპანია „პეგასუსის“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც იზმირიდან სტამბოლში ასრულებდა რეისს, დაშვებისას ბილიკიდან გადავიდა. მას ცეცხლი წაეკიდა და სამ ნაწილად დაიშალა.

არსებული ცნობებით, კატასტროფის დროს ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. შემთხვევის სავარაუდო მიზეზად რთული მეტეოროლოგიური პირობები სახელდება.