სტამბოლის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 219 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა
სტამბოლის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 219 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ Anadolu-ი იუწყება.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მასშტაბური ოპერაცია გასულ ღამეს ჩატარდა. როგორც გაზეთი Hurriyet-ი იუწყება, ყველა მათგანი მოქმედი სამხედრო მოსამსახურე იყო. მათ შორის ოთხი პოლკოვნიკი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირ ფეთჰულა გიულენს ოფიციალური ანკარა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს.
ბოლო ორ წელში თურქეთში სასულიერო პირთან კავშირში ბრალდების გამო ასობით პირი დააკავეს. თავად გიულენი ანკარის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.