სტამბოლის მერი - ოპოზიციისთვის ყველაფერი თავიდან იწყება
სტამბოლის მერი - ოპოზიციისთვის ყველაფერი თავიდან იწყება

ოპოზიციისთვის ყველაფერი თავიდან იწყება, – ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ 28 მაისს თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

„არავინ არ უნდა იღელვოს და ინერვიულოს. ყველაფერი თავიდან იწყება. ერთადერთი, რაც არ იცვლება, ცვლილებებია. ჩვენ არ დაველოდებით იმავე შედეგებს ერთი და იმავე ნაბიჯების გადადგმით“, – განაცხადა იმამოღლუმ.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ არჩევნების შედეგი სიკეთის მომტანი იქნება.

„თურქეთს ახლა სწრაფად სჭირდება ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზის მოძიება. არასდროს ინერვიულოთ და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც მცირე დროში უდიდეს მიღწევები ჰქონდა. ჩვენ გვქონდა ასეთივე იმედგაცრუება ხუთი წლის წინ, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შთამბეჭდავ შედეგებს მივაღწიეთ”,- განაცხადა სტამბოლის მერმა.

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52.14 პროცენტი მიიღო.