სტამბოლის მერი - ერთი კაცის მმართველობა დასრულდა, დემოკრატია მთელი სისწრაფით წინ წავიდა
სტამბოლის მერი - ერთი კაცის მმართველობა დასრულდა, დემოკრატია მთელი სისწრაფით წინ წავიდა

ერთი კაცის მმართველობა დასრულდა, – ამის შესახებ სტამბოლის მერმა, ექრემ იმამოღლუმ განაცხადა.

„ისევე, როგორც სტამბოლმა მოგვცა ისტორიული გზავნილი ამ საღამოს, მან ასევე გადასცა გზავნილი მთავრობის წარმომადგენლებს. ერის მიერ მიცემული ინსტრუქცია არის ის, რომ ვისაც აირჩევენ, პატივი სცეს მათაც, ვინც არჩეულია. ერი თავად იძლევა ბრძანებას და მითითებებს და არა ერთი ადამიანი. ოფიციალური პირები ერისგან იღებენ მითითებებს. დღეიდან ამოიწურა ერთპიროვნული მმართველობის პერიოდი. ეს დასრულებულია. რესპუბლიკა და დემოკრატია ამიერიდან წინ წავიდნენ მთელი სისწრაფით“,-აღნიშნა იმამოღლუმ.

ბიულეტენების 90 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ,თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ 37,32 პროცენტით ლიდერობს, ხოლო რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” ხმების 35,78% დააგროვა.

არჩევნებში 34 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 000 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.