სსფ-ის მმართველი დირექტორი - მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტის შესარბილებლად საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ წარმატებით დასრულდა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეექვსე მიმოხილვაც. საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წერს „ტვიტერში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევაც.
კრისტალინა გეორგიევა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.
„მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. არსებული პროგრამის ფარგლებში საგანგებო ზომის სახით დამატებით გამოვყოფთ 200 მილიონ აშშ დოლარს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის დაფინანსება უკვე დაამტკიცა“, – აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი.