კრისტალინა გეორგიევა - არასდროს გვინახავს მსოფლიო ეკონომიკის მსგავსი ჩიხი
კრისტალინა გეორგიევა - არასდროს გვინახავს მსოფლიო ეკონომიკის მსგავსი ჩიხი

არასდროს გვინახავს მსოფლიო ეკონომიკის მსგავსი ჩიხი, ჩვენ რეცესიაში ვართ, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით გამართულ პრესკონფერენციაზე, კრისტალინა გეორგიევამ თქვა, რომ „კოვიდ 19“-ის პანდემიის ეკონომიკური გავლენა, გლობალურ ფინანსურ კრიზისზე ბევრად უფრო რთულად გასამკლავებელია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადებით, ორგანიზაცია მზად არის, გამოიყენოს თავისი „ერთი ტრილიონი დოლარის საომარი სკივრი“, ყველაზე დაუცველის დასახმარებლად.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ისტორიაში არასდროს გვინახავს, რომ მსოფლიო ეკონომიკა ჩიხში შევიდა. ამჟამად რეცესიაში ვართ. ჩვენ გვაქვს ტრილიონი დოლარის საომარი სკივრი და გადაწყვეტილი გვაქვს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ, დავიცვათ ეკონომიკა ამ კრიზისის ნაწიბურებისგან“,  – აღნიშნა გეორგიევამ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდს დახმარების თხოვნით უკვე 90-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა.