სროლა - სალუქვაძე და მაჭავარიანი ნახევარფინალში არიან | მინსკი 2019
50 მეტრ დისტანციაზე სპორტული პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის წყვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი მეორე ადგილზე, 364 ქულით დაასრულა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველ ტყვიის მსროლელებს მხოლოდ უკრაინელებმა ოლენა კოსტევიჩმა და ოლეგ ომელჩუკმა აჯობეს, რომლებმაც 370 ქულა დააგროვეს.