კონტიოლახტში მიმდინარე ბიატლონის მსოფლიო თასზე, სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე შვედმა ჰანა ოებერგმა მოიგო.
მეორე და მესამე ადგილები ნორვეგიელებმა – მარტა როსელანდმა და კაროლინ კნოტენმა დაიკავეს.
მსოფლიო თასზე გუშინ ასევე გაიმართა სპრინტი კაცებში 10კმ-ზე, რომელიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ იოჰანეს ბოს გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ კონტიოლახტის ეტაპი მსოფლიო თასზე სასტარტო გახლდათ და მეორე ეტაპიც ამავე ქალაქში 3-6 დეკემბერს ჩატარდება.