იტალიის ქალაქ ანტერსელვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში ნორვეგიელმა მარტა როსელანდმა მოიგო.
მეორე ადგილზე ყველასთვის მოულოდნელად ამერიკელი სიუზან დანკლი გავიდა. ბრინჯაოს მედალი კი ჩეხმა ლუსი ჩარვატოვამ მოიპოვა.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სპრინტი კაცებში 10 კმ-ზე გაიმართება.