სპრინტი ქალებში მარტა როსელანდმა მოიგო | ბიატლონი

12:07, 15.02.2020

იტალიის ქალაქ ანტერსელვაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში ნორვეგიელმა მარტა როსელანდმა მოიგო.

მეორე ადგილზე ყველასთვის მოულოდნელად ამერიკელი სიუზან დანკლი გავიდა. ბრინჯაოს მედალი კი ჩეხმა ლუსი ჩარვატოვამ მოიპოვა.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სპრინტი კაცებში 10 კმ-ზე გაიმართება.

მსგავსი